რა არის BaaS

Backup as a Service (BaaS) – მონაცემთა რეზერვირება როგორც სერვისი არის მომსახურების პროცესი, რომლის დროსაც ორგანიზაცია საკუთარი მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლებს ინახავს ღრუბლოვან გარემოში. რეზერვირების სერვისის  მომწოდებელი  უზრუნველყოფს  ორგანიზაციას  მონაცემთა ავტომატური რეზერვირებისთვის და აღდგენისთვის საჭირო  პროგრამული  უზრუნველყოფით,  მონაცემთა  სანახი  სივრცით  და  პროცესების  მართვის  სერვისებით.

რატომ  BaaS

ორგანიზაციის სხვადასხვა საინფორმაციო სისტემებში დაგროვებული მონაცემების დუბლირება, სარეზერვო ასლების შენახვა, გარდაუვალი საჭიროებაა. ამ გზით, მონაცემების დაცვა ხდება დაკარგვისგან, დაზიანებისგან, ან განადგურებისგან, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ადამიანური შეცდომებით, კიბერ შეტევებით, აპარატურის მწყობრიდან გამოსვლით, ან სხვა ტექნოლოგიური და ბუნებრივი მოვლენებით.

მონაცემების საიმედო შენახვისთვის, მათი ასლები ძირითადი ინფრასტრუქტურისგან ტერიტორიულად მოშორებული უნდა იყოს, რაც უკვე საერთაშორისო სტანდარტია და ასევე, სხვადასხვა რეგულაციების მოთხოვნა. 

მონაცემთა შესანახი საიმედო ინფრასტრუქტურის მოწყობა მსხვილ დანახარჯებს უკავშირდება. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის რესურსების საკმაოდ დიდი ნაწილი უქმად დგას, რადგან მათი შესყიდვა ხდება მომავალ საჭიროებებზე გათვლით. ასეთი მიდგომა უკვე არამომგებიანია. თანამედროვე მსოფლიოში, საუკეთესო პრაქტიკა არის სარეზერვო მონაცემების განთავსება ღრუბლოვანი (Cloud) სერვისების პროვაიდერთან. ამ გზით, კომპანიები აღარ საჭიროებენ მსხვილი დანახრჯების გაწევას და საოპერაციო ხარჯების მეშვეობით იღებენ იმ რაოდენობის რესურსებს, რამდენიც სჭირდებათ კონკრეტულ ეტაპზე. ხოლო, მონაცემების დაცულობა, უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, გაცილებით მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი, ვიდრე ეს არის კომპანიების საკუთარი მონაცემთა სანახის შემთხვევაში.

Backup as a Service (BaaS) – სერვისის სახით მიღებულ მონაცემთა რეზერვირების პროცესს, მრავალი უპირატესობა გააჩნია. მათ შორისაა:

  • ხარჯების შემცირება – ორგანიზაციას აღარ უწევს დიდი მოცულობის თანხების ინვესტირება რეზერვირების აპარატურაში, სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაში, შრომით რესურსებში, ფიზიკურ ფართში და ა. შ. კომპანია ხარჯავს ზუსტად იმ თანხას, რაც საჭიროა მონაცემთა სარეზერვო ასლების კონკრეტულ მომენტში შენახვისთვის. ასევე, აღარ არის აუცილებელი მონაცემთა სანახი სივრცის ზედმეტი მოცულობების შესყიდვა მომავალი საჭიროებისთვის და აუთვისებელ რესურსებში თანხების გაყინვა.
  • უსაფრთხოება და კონფიდენციალობა – მონაცემები როგორც გადაცემის, ასევე შენახვის დროს არის დაშიფრული. ხოლო ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა დაცულია და იმართება საერთაშორისო სტანდარტების და ყველაზე საიმედო ტექნოლოგიების მეშვეობით.
  • მოხერხებულობა – პირველადი აწყობის შემდეგ, მონაცემთა სარეზერვო ასლები იქმნება ავტომატურად. მომხმარებელს აღარ სჭირდება დროის და რესურსების დათმობა მონაცემების გადაწერის, კატეგორიზაციის და სხვა საჭირო მოქმედებებზე. კომპანიას შეუძლია კონცენტრირება მოახდინოს საკუთარ ძირითად საქმიანობაზე და აღარ აშფოთებდეს მონაცემების დაკარგვის საშიშროება.
  • მრავალდონიანი რეზერვირება – მონაცემთა რეზერვირების სერვისის სახით მიღების დროს, შესაძლებელია მონაცემთა ერთზე მეტი სარეზერვო ასლის წარმოება დაშორებულ ტერიტორიებზე, რაც მონაცემების დაკარგვის საფრთხეს თითქმის მთლიანად გამორიცხავს.
  • სისწრაფე – მონაცემთა სარეზერვო სისტემების მოწყობა შესაძლებელია სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ასევე სწრაფად შეიძლება დამატებითი რესურსების ათვისებაც.

რას გთავაზობთ

ჩვენ გთავაზობთ მონაცემთა რეზერვირების სერვისს UGT Cloud-ის მეშვეობით, რომელიც არის დაცული, საიმედო და მაღალი სტანდარტების შესაბამისი ღრუბლოვანი გარემო. UGT-ს მონაცემთა დამუშავების ცენტრი შეესაბამება ISO20000, ISO27000 სტანდარტებს და Tier3 მოთხოვნებს.

ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას – სპეციალური  პროგრამული   უზრუნველყოფის, მონაცემთა სანახი სივრცის და პროცესების მართვის ჩათვლით. დამკვეთი მიიღებს მაღალ RTO (Recovery Time Objective) და RPO (Recovery Point Objective) პარამეტრებს. ასევე გაითვალისწინება სერვისის მორგება ორგანიზაციების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. სერვისის მიღებით, ორგანიზაციებს აღარ დაჭირდებათ რეზერვირების სისტემების საკუთარ ლოკალურ გარემოში დანერგვა და მართვა.