ჩვენი პარტნიორი კომპანია Libelium-ის ბიომეტრიული პლატფორმა საშუალებას იძლევა პაციენტს გაეზომოს 15-ზე მეტი განსხვავებული პარამეტრი და რეალურ დროში მოხდეს ამ მონაცემების ასახვა დაცულ ღრუბლოვან პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ექსპერტები დისტანციურად შეძლებენ პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგს, შეფასებას და მკურნალობისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
ყოველივე ეს შესაძლებელს ხდის მაღალკვალიფიციური სამედიცინო ექსპერტიზის ოპერატიულად გამოყენება მოხდეს იქ, სადაც ახლო მახლო არაა ხელმისაწვდომი საჭირო ტექნოლოგიებით და საექიმო კვალიფიკაციით აღჭურვილი ჰოსპიტალი. სასწრაფო დახმარების ექიმი უბრალოდ მიუერთებს პაციენტს Libelium-ის ბიომეტრიულ სისტემას და რადიო კავშირის მეშვეობით გახდის ხელმისაწვდომს ისეთ პარამეტრებს როგორებიცაა: ტემპერატურა, პულსი, არტერიული წნევა, გლუკოზის შემცველობა სისხლში, ელექტროკარდიოგრამა და სხვ.
 
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს eHealth IoT პორტფელში არსებული ეს და სხვა მსგავსი გადაწყვეტები ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და რიგ შემთხვევაში, სიცოცხლის გადარჩენის საწინდარიც კი შეიძლება გახდეს