ჭკვიანი აგრიკულტურის კონცეფცია გულისხმობს სოფლის მეურნეობის საქმიანობის წარმართვაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ნივთების ინტერნეტისა და სხვა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას, იმ მიზნით რომ გაიზარდოს სამეურნეო საქმიანობის პროდუქტიულობა და ფინანსური შემოსავლიანობა.

აღნიშნულის განსახორციელებლად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სენსორები, უპილოტო საფრენი აპარატები, მეტეოროლოგიური მოწყობილობები, გლობალური პოზიციონირების სისტემები, დაბალი ენერგომოხმარების რადიო ქსელები, მონაცემთა დამუშავების ღრუბლოვანი პლატფორმები და სპეციალიზირებული პროგრამული აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში მიიღწევა პროდუქტიულობისა და შედეგიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

ნექსი ტექი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ ფერმერულ მეურნეობებს თუ კოოპერატიულ გაერთიანებებს როგორც წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის ზრდაში, ასევე ფინანსური ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და მეტი შემოსავლის გენერირებაში. ამისთვის ჩვენს დამკვეთებს ვთავაზობთ ნივთების ინტერნეტზე, ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიებზე დამყარებულ გადაწყვეტებსა და სერვისებს. ჩვენ ხელმისაწვდომს ვხდით არამარტო მრავალფეროვან სენსორულ მოწყობილობებსა და მათი მაჩვენებლების რეალურ დროში მონიტორინგის შესაძლებლობებს, არამედ ვეხმარებით დამკვეთებს ამ ტექნოლოგიების მოხმარების საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებაში, პრეციზიული და ჭკვიანი აგრიკულტურის სისტემების დანერგვასა და ექსპლოატაციის მხარდაჭერაში.

ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი პოპულარული სისტემა, რასაც მსოფლიო მასშტაბით წარმატებით იყენებს უამრავი ფერმერი და სოფლის მეურნეობის წარმომადგენელი. თუმცა ნექსი ტექის შეთავაზებების პორტფელი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სისტემებით და ბევრად უფრო ფართო ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობებს იძლევა. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან განიხილონ თქვენს წინაშე მდგომი ამოცანები და ერთობლივი ძალებით მივაგნოთ იმ ტექნოლოგიებსა და სერვისებს რაც საუკეთესო პასუხი იქნებოდა აღნიშნული გამოწვევებისთვის.

ჭკვიანი მევენახეობა

მევენახეობა სოფლის მეურნეობის ერთ ერთი წამყვანი და ჯერ ისევ განვითარებადი დარგია. ის საჭიროებს დელიკატურ ყურადღებას, მათ შორის საქართველოში არსებული იშვიათი ჯიშების გამრავლება-მოყვანისთვის. მევენახეობის დარგში ბოლო დრომდე შეუძლებელი იყო კონკრეტულ მიკროზონებში მიკროკლიმატის ზუსტი პროგნოზირება, ვინაიდან ძირითადათ კლიმატის პროგნოზი ხდებოდა მხოლოდ სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის თუ სხვა გლობალური აპლიკაციების მონაცემების საფუძველზე.

ასევე სირთულეს წარმოადგენს ნიადაგის მდგომარეობის დეტალური ანალიზი, რაც დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობაზე დროული ინფორმაციის არ ქონა, ისევე როგორც არაზუსტი ამინდის პროგნოზი, ართულებს მცენარის დაავადებების პრევენციას და მიღებული პროდუქტის ხარისხზე თუ რაოდენობაზე უარყოფითად ისახება. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, დარგის უკეთ განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებად გვევლინება.

გადაწყვეტის აღწერა

დღევანდელ დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ვენახის მოვლისთვის არის საჭირო. „ჭკვიანი მევენახეობის“ სისტემა იგება ნივთების ინტერნეტზე (IoT), რომელშიც სხვადასხვა ტიპის სენსორების და დაბალი ენერგომოხმარების რადიოქსელის გამოყენებით, ხორციელდება სასურველი მონაცემების დადგენა და სპეციალურ ღრუბლოვან პლატფორმაზე გადაცემა.

აღნიშნული მონაცემები მევენახეს საშუალებას აძლევს დისტანციურად მოიპოვოს კონკრეტული მიკროზონის ამინდის ზუსტი პროგნოზი, დროის ნებისმიერ მომენტში აკონტროლოს ვენახის ტერიტორიაზე ნიადაგის სიმშრალე და ქიმიური შემადგენლობა, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები. ჭკვიანი მევენახეობის სისტემაში გამოყენებული სენსორების უმეტესობა მოიხმარს იმდენად ცოტა ენერგიას რომ 3 წელიწადზე მეტ ხანს ძლებს სტანდარტული ელემენტების გამოყენებით.

დამატებით მნიშვნელოვანია, რომ შეგროვებული მონაცემები ღრუბლოვანი პლატფორმის მეშვეობით ინტეგრირდება საექსპერტო ანალიტიკურ პროგრამულ სისტემასთან, რომელიც მიღებული ინფორმაციისა და მევენახეობის სფეროში დაგროვებული მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით კონკრეტული მევენახისთვის აგენერირებს ვენახის მოვლასთან დაკავშირებულ სამოქმედო რეკომენდაციებსა და რჩევებს.

გამოყენების სარგებლები

ამინდის, ფოთლის ნესტიანობის და ნიადაგში ქიმიური შემადგელობის შესახებ ინფორმაციის პერიოდული ავტომატური მიღება საშუალებას იძლევა მოხდეს ვენახის დაავადებებისა და პარაზიტების გავრცელების პროგნოზირება. საექსპერტო რეკომენდაციებით სარგებლობა და ვენახის მოვლის გრაფიკის შესაბამისად განსაზღვრა კი მაღალი მოსავლიანობისა და საუკეთესო ხარისხის პროდუქტის მიღების საწინდარია.

მსხვილი მევენახეობებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მცირდება ნიადაგის ხარისხის გამოკვლევაზე და მისი მდგომარეობის სხვადასხვა პარამეტრების მონიტორინგზე გასაწევი დროითი და ფინანსური დანახარჯები, რაც საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და საბოლოო ჯამში ფინანსური მომგებიანობის ზრდას უწყობს ხელს.

ჭკვიანი ფერმა

მეცხოველეობა განსაკუთრებულ როლს თამაშობს კაცობრიობის კვების საკითხში და მნიშვნელოვანია, რომ ეს დარგი იძლეოდეს საუკეთესო, ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლო საკვებ პროდუქტებს.

პირუტყვის ჯანმრთელობა ყველა ფერმერის საზრუნავია – როცა პირუტყვი ავადდება ის იძლევა დაბალი ხარისხის ხორცს და იწველება მცირე რაოდენობის და დაბალი ხარისხის რძეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ხდებოდეს ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივი კონტროლი რათა შესაძლებელი იყოს დაავადებებზე დროული და ეფექტური რეაგირება. ასევე გასათვალისწინებელია შემთხვევები, როდესაც ღია საძოვარზე გაშვებული პირუტყვი სახიფათო ზონებში ხვდება ან სხვადასხვა მიზეზის გამო დამოუკიდებლად ვერ ახერხებს დაბრუნებას , რის გამოც მნიშნველოვანი ხდება მისი ადგილმდებარეობის კონტროლის შესაძლებლობა

გადაწყვეტის აღწერა  

„ჭკვიანი ფერმის“ სისტემ საშუალებას იძლევა განხორციელდეს პირუტყვის ადგილმდებარეობის და ჯანმრთელობის რეგულარული დისტანციური მონიტორინგი. სისტემა დაფუძნებულია თანამედროვე, ჭკვიან სენსორების გამოყენებაზე. სენსორები უკაბელო ქსელის მეშვეობით რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას სპეციალიზირებულ ღრუბლოვან პლატფორმას, სადაც გაშვებულ პროგრამული უზრუნველყოფა მიწოდებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე იძლევა შეტყობინებებს ცხოველის ჯანმრთელობის პარამეტრების (მაგ.: სხეულის ტემპერატრა, გულიცემის სიხშირე და სხვა)მოძრობის ინტენსივობის თუ გეოლოკაციის შესახებ.  

ჭკვიანი ფერმის სენსორები იკვებება ელემენტებით და იყენებს მინიმალურ ენერგიას, რაც კვების წყაროს გამოცვლის გარეშე რამდენიმე წლიანი მუშაობის საშუალებას იძლევასისტემის მომხმარებელს შესაძლებლობა ექმნება ვებ გვერდის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს მონაცმები ინდივიდუალურად ყოველი ცხოველის შესახებ. 

გამოყენების სარგებლები

ვინაიდან ჭკვიანი ფერმის სისტემის გამოყენები ფერმერს საშულება ეძლევა ნებისმიერ დროს აკონტროლოს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს შესაძლებელ ხდის ზოგიერთი დაავადებ დაწყებით სტადიებში გამოვლინდეს, რაც მნიშნელოვანია რძის დაკარგვის რისკის შესამცირებლად. 

ასევე, შეგროვებული მონაცემებისა საფუძველზე სისტემას შეუძლია ბევრი სასარგებლო ინფორმაციით ფერმერის აღჭურვა. მაგალითად: ცხოველის ზუსტი იდენტიფიცირება და რუქაზე მისი გადაადგილების მონიტორინგი, ნაყოფის ჩასახვისთვის საუკეთესო პერიოდის განსაზღვრა, ისევე როგორც თავად მაკეობის ფაქტის დიდ სიზუსტით განსაზღვრა და სხვა სასარგებლო ინფორმაცია.  ერთობლიობაში, ეს ინფორმაცია საშუალებას იძლევა ფერმერმა უკეთესად იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე და უკეთესი ხარისხის პროდუქცია მიიღოსისევე როგორც დაზოგოს პირუტყვებს მოვლაზე გაწული ხარჯები და შედეგად გაზარდოს მიღებული შემოსავალი. 

ჭკვიანი სკა

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მეფუტკრეობას შესაძლებლობას უჩენს გააკონტროლოს სკის მთლიანი სასიცოცხლო ციკლი, რაც სკის სიჯანსაღის და საბოლოო პროდუქტების, პირველ რიგში თაფლის, მაღალი ხარისხის საწინდარია.

დღესდღეობით საქართველოში არაერთი ფუტკრის დაავადება არის გავრცელებული. სხვადასხვა მწერები და ცხოველები, მათ შორის კრაზანები და თაგვები კლავენ ფუტკრებს, აზიანებენ სკებს და იპარავენ თაფლს. ამის გარდა არსებობს ბევრი სხვა მიზეზი რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ თაფლის მოსავლიანობაზე, იქნება ეს დაბალი ტემპერატურა სკაში, ნესტიანობა, არასაკმარისი კვება, არასაკმარის სივრცე, ნაყარი თუ სხვა.

გადაწყვეტის აღწერა

“ჭკვიანი სკის“ კონცეფცია ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის სენსორების საშუალებით მნიშვნელოვანი პარამეტრების შეგროვებას, რომლებიც სკაში არსებული გარემოსა და ფუტკრების მდგომარეობის მონიტორინგის საშუალებას იძლევა (მაგ.: ტემპერატურა სკის სხვდასხვა ადგილზე, ტენიანობა, სკის წონა, ხმაურის დონე და სხვ.).

აღნიშნული სენსორები რადიოქსელის მეშვეობით რეგულარულად აწვდიან მოგროვილ ინფორმაციას სპეციალიზირებულ ღრუბლოვან პლატფორმას, სადაც გაშვებული პროგრამული უზრუნველყოფა მიწოდებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე იძლევა შეტყობინებებს სკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

დამატებით, პროგრამულ უზრუნველყოფას აქვს საშუალება გააანალიზოს საფუტკრეში არსებული ყველა ჭკვიანი სკიდან მიწოდებული მონაცემები ერთობლიობაში და მიიღოს უტყუარი ინფორმაცია საფუტკრის განლაგების ადგილას გარემოს მდგომარეობის შესახებ. სისტემის მომხმარებელს კი შესაძლებლობა ეძლევა ვებ გვერდის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ადგილიდან ჰქონდეს წვდომა როგორც ინდივიდუალური სკის, ასევე მთლიანი საფუტკრის შესახებ ინფორმაციასთან და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს შეტყობინებები სწრაფი რეაგირების მოსახდენად.

გამოყენების სარგებლები

ჭკვიანი სკის სისტემის გამოყენების საფუძველზე მეფუტკრეს შეუძლია დადგინოს რომელი სკა საჭიროების განსკუთრებით ყურადღებას, დააზუსტოს სკის მოვლის სამუშაოების გრაფიკი და სწრაფად მოახდინოს რეაგირება გაუთვალისწინებელ მოვლენებზე, როგორიცაა მაგალითად – ნაყარი.

ამისთვის მეფუტკრეს არ სჭირდება ფიზიკურად მისვლა სკასთან მისი ვიზუალური დათვალიერებისთვის, ან სკის ახდა მის შიდა მდოგმარეობის განსასაზღვრად,
რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სკის ინსპექტირების ხარჯებს და იმავდროულად ნაკლებად აწუხებს ფუტკრებს, რაც დადებითად მოქმედებს მათ მოსავლიანობაზე.

რაც მთავარია, სკაში არსებული გარემოს და ფუტკრების მგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საშუალებას აძლევს მეფუტკრეს უკეთესად იზრუნოს ფუტკრების ჯანმრთელობაზე, შედეგად გაზარდოს მიღებული თაფლის რაოდენობა და ფინანსური შემოსავალი.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი  

ჩვენს დროში აერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ჰაერის ხარისხის მუდმივი კონტროლი აქტუალურია როგორც მოსახლეობისთვის, რომელიც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აარიდებს თავს ჯანმრთელებისთვის სახიფათო ზონებს, ასევე სახელმწიფო მოხელეთათვის, რომლებიც გამოიყენებენ ინფორმაციას წარმატებული რეგულირების განხორციელებისთვის. 

ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით ხშირია დიდ ქალაქებში სადაც მთავარი დაბინძურების წყაროებ ავტომობილების გამონაბოლქვი, სამრეწველო საწარმოები და მიმდინარე მშენებლობები წარმოადგენენ. ადამიანების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული საშიშროების შემცველია მტვრის ნაწილაკები და სხვადასხვა გავრცელებული აირები, როგორიცაა ნახშირჟანგი, ოზონი, აზოტის და გოგირდის დიოქსიდებ. 

გადაწყვეტის აღწერა  

ნექსი ტექის ნივთების ინტერნეტის (IoT) ტექნოლოგიაზე დაფუძნებული თანამედროვე სისტემები და სერვისები ძირითადად საზოგადოების და სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ნფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება ქალაქის სხვადასხვა უბნებში ჰაერის დაბინძურების დონის შესახებ. 

ჩვენ შეთავაზება მოიცავს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კომპაქტურ ავტონომიურ სადგურების ქსელს, რომელიც თავისი მცირე ზომის მიუხედავათ საკმაოდ ზუსტ გაზომვებს უზრუნველყოფს.  აღნიშნული სადგურები იკვებებიან მზის ელემენტებზე და ყოველ საათობრივად ზომავენ და რადიოკავშირის მეშვეობით აგზავნიან მონაცემებს ღრუბლოვან პლატფორმაზერომელიც თავის მხრივ აწარმოებს გამოთვლებს და აგენერირებს როგორც ანგარიშებს ჰაერის დაბინძურების შესახებ, ასევე ახდენს მათ ციფრულ რუქაზე დატანას და ვიზუალიზაციას. მომხმარებლებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ აპლიკაციის მეშვეობით, მათ შორის ოპტიმიზირებულია სმარტფონების გამოყენებაზეც. 

სისტემას გააჩნია ისეთი უნიკალური შესაძლებლობა, როგორიცაა სენსორების დისტანციური კალიბრაციარაც მათი ხანგრძლივად ზუსტი მუშაობის საწინდარია. 

გამოყენების სარგებლები

ნექსი ტექი სენსორების ქსელის საფუძველზე შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმაციის რეგულარული მიღება დიდი სიზუსტით და აღსაქმელად მარტივი ფორმით. იქნება ვებ-გვერდზე შესვლით თუ მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს არა მარტო დაბინძურების დონის შესახებ ინფორმაცია, არამედ დაადაროს იგი ისტორიულ თუ სხვა უბნის მონაცემებს, ან აწარმოოს სხვა, მისთვის საინტერესო ანალიზი.  რეალურ დროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საშუალებას იძლევა განთავსდეს კომპაქტური ავტონომიური სადგურები მრავალ ადგილასროგორც დაბინძურების პოტენციურ ზონებთან (მშენებლობები, სამრეწველო საწარმოები) ასევე იმ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურების ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგ.: საბავშვო ბაღებთან, სკოლებთან, თუ სხვა სასწავლო დაწესებულებებთან. 

წყლის ხარისხის მონიტორინგი

საქართველოში  წყლის დაბინძურების არაერთი წყაროა, მაგალითად კომუნალური კანალიზაცია, ჩამდინარე წყლები საწარმოებიდან, ჩამოდინება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან, საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელებიდან და ა.შ.  ხანდახან დაბინძურებულია მდინარეები და ტბები, მათ შორის წყალსაცავებიც, საიდანაც მოსახლეობა წყალს სასმელად მოიხმარს. წყალი ხშირად შეიცავს ორგანულ თუ არაორგანულ კომპონენტებს, რომლებიც საზიანოა როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის.

წყლის კონტროლის ტრადიციული მეთოდები, ლაბორატორიული ხელსაწყოების გამოყენებით, ოპერატიულად არ იძლევა საშუალებას მოხდეს წყლის ხარისხის დადგენა. ამას გარდა, წყლის ხარისხის დასადგენად ყოველ ჯერზე საჭიროა სინჯის ასაღებად გამგზავრება, რაც დამატებით დროის, ადამიანური რესურსების და სხვა ტიპის დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

გადაწყვეტის აღწერა

ნექსი ტექის მიერ შემოთავაზებული სისტემები საშუალებას იძლევა დისტანციურად მოხდეს წყლის ხარისხის პერიოდული ინსპექტირება როგორც არაორგანული, ასევე ორგანული დაბინძურების დადგენის მიზნით.

გადაწყვეტილება ითვალისწინებს მაღალი სიზუსტის სენსორებით აღჭურვილი კომპაქტური ავტონომიური სადგურების დამონტაჟებას. სადგურები რადიოკავშირის ქსელის მეშვეობით რეგულარულად აწვდიან ინფორმაციას სპეციალიზირებულ ღრუბლოვან პლატფორმაზე გაშვებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საშულებას იძლევა მოხდეს წყლის ხარისხის რეგულარული მონიტორინგი ვებ ან მობილური აპლიკაციის გამოყენებით.

აღნიშნული კომპაქტური ავტონომიური სადგურები საშულებას იძლევა გაკონტროლდეს წყლის შემადგენლობა, მათ შორის pH დონე, წყალში ჟანგბადის შემცველობა, ჟანგვა აღდგენითი რეაქცია, სიმკვრივე, წყალში სხვადასხვა ქიმიური ელემენტის იონების, ნავთობის, ნაწლავების ჩხირის, თუ წყალმცენარეების შემცველობა. თანაც, წყალში ამ ნივთიერების კონტროლი შესაძლებელია მოხდეს ბევრად ოპერატიულად, ვიდრე ეს ტრადიციული ლაბორატორიული კვლევის პირობებში იქნებოდა (მაგ.: ნაწლავის ჩხირის შემთხვევაში 2-3 საათი, ტრადიციულად 1-2 დღესთან შედარებით).


გამოყენების სარგებლები

ჩვენს ავტონომიურ სადგურებში გამოყენებული სენსორების სიზუსტე უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლების, მდინარებების, მტკნარი და მლაშე წყალსაცავების, ჩამდინარე წყლების თუ სათევზაო ფერმების და აუზების წყლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კონტროლს. წყლის სასმელად გამოყენების შემთხვევაში, სენსორები საშუალებას იძლევიან ოპერატიულად გამოვლინდეს ცვლილებები ორგანულ თუ არაორგანულ კომპონენტებში, რაც წყლის ხარისხის მკვეთ ცვლილებაზე (მაგ.: დივერსია), სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა.

ამგვარად, წლის ხარისხის კომპაქტური ავტონომიური სადგურების გამოყენება სპეციალიზირებულ ანალიტიკურ პროგრამულ სისტემასთან ერთობლიობაში, საშუალებას იძლევა მნიშვნელოვანად გაიზარდოს დაბინძურების კონტროლის ოპერატიულობა და შემცირდეს სინჯების აღებასთან დაკავშირებული დანახარჯები.

თევზის ჭკვიანი ფერმა

მეთევზეობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინდუსტრია გახლავთ, მას დიდი ადგილი უჭირავს კვების მრეწველობაში და შესაბამისად ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისათვის მისი წარმატებულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოში თევზის უდიდესი ნაწილის იმპორტი ხდება უცხო ქვეყნებიდან და ხშირ შემთხვევაში ეს განაპირობებს არაერთი დაავადების შემოტანას. აღნიშნული საკითხისა და სხვა მასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან არიდება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სახელმწიფოსთვის.

თევზის ფერმის წარმატებისთვის აუცილებელია თევზისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ის სწრაფად გაიზრდება და დაცულია სხვადსხვა დაავადებასა თუ პარაზიტისგან.

გადაწყვეტის აღწერა  

სისტემის აგების შედეგად თევზის მოსაყვან აუზებში (მაგ. საკალმახე) ხორცილდება წყლის ხარისხის ავტომატური კონტროლი. ამისთვის გამოიყენება წყლის შემადგენლობის სენსორები, რომლებიც ზომავენ თევზის ჯანსაღი განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვან პარამეტრებს (მათ შორის ტემპერატურა, pH, ამონიუმის და ნიტრიტების დონე და სხვა). სენსორები ძირითადად ითვლიან ისეთ პარამეტრებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თევზების ჯანმრთელი განვითარებისთვის და შესაბამისად, ხარისხიანი საბოლოო პროდუქტის მისაღებად.

კლასიკურ მოწყობაში, სენსორები განთავსებულია ორ ადგილას, ერთი იქ საიდანაც ფერმას წყალი მიეწოდება, ხოლო მეორე კი განთავსებულია უშუალოდ თევზის ფერმაში. აღნიშნული სენსორები ძირითადად ზომავენ შემდეგ პარამეტრებს:

  • ტემპერატურა
  • გამტარუნარიანობა
  • გახსნილი ჟანგბადი
  • ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი
  • მჟავიანობის მაჩვენებელი (pH)

თევზის ფერმაში განთავსებული სენსორებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების სირთულის შემთხვევაში, სისტემა აღიჭურვება მზის პანელებითა და ელემენტებით, რითიც ხორციელდება უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფა.

მონაცემები ძირითადად მობილური კავშირის ან სხვა ტიპის რადიო ქსელის საშუალებით გადაეცემა ღრუბლოვან პლატფორმაში გაშვებულ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ატყობინებს საკალმახის პატრონს აუზში არსებულ მდგომარეობას, არასასურველ გადახრებს, თუ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. ყოველივე ეს ძალიან ფასეულია დაავადებების თავიდან არიდებისა და თევზის ჯანმრთელად გაზრდისთვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად. სისტემის მონაცემებთან წვდომა შესაძლებელია როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე სპეციალური ვებ პორტალის მეშვეობით.

გამოყენების სარგებლები

თევზის ჭკვიანი ფერმა იძლევა საშუალებას, დისტანციურად გაკონტროლდეს მის საარსებო გარემოში მიმდინარე პროცესები და საჭიროების შემთხვევაში დროულად განვახორციელოთ ესა თუ ის ქმედებები.

აღნიშნული გადაწყვეტა ხშირ შემთხვევაში აარიდებს თევზებს სხვადასხვა დაავადებებს, ხელს შეუწყობს მათ ჯანმრთელ ზრდას და შედეგად მნიშვნელოვნად შეამცირებს დაკარგული თევზების მოცულობას.

უკეთესი ხარისხის მეტი პროდუქტი ის შედეგია რისი მიღებაც შესაძლებელია ჭკვიანი ფერმის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.