დირექტორის თანაშემწე

თანაშემწის მთავარი ფუნქციაა კომპანიის დირექტორის პროდუქტიულობის ხელშეწყობა რუტინული საქმიანობიდან განტვირთვისა და მისი სხვადასხვა დავალებების შესრულების გზით. თანაშემწის აქტივობები ძირითადში წარიმართება (თუმცა არ შემოიფარგლება) ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: სამდივნო, საკანცელარიო, საორგანიზაციო, მარკეტინგული თუ სხვა საოპერაციო საქმიანობები.

ტიპიური აქტივობების არასრული ჩამონათვალი:

  • დირექტორის ფიზიკური თუ ვიდეო შეხვედრების შეთანხმება, დანიშვნა და ორგანიზება
  • კომპანიის სტუმრების მიღება-გაცილება, გამასპინძლება
  • დირექტორის დავალებით კომუნიკაცია სხვადასხვა კომპანიებთან
  • დახმარება დოკუმენტაციის გამზადებაში, საპროექტო თუ საპრეზენტაციო ფაილების დამუშავებასა და კორექტირებაში
  • დირექტორის დახმარება სამსახურეობრივი თუ პირადი საქმეების ორგანიზებაში
  • ინტერნეტსა და სოც-ქსელებში ინფორმაციის მოძიება (კლიენტების, კომპანიების, ტენდერებისა თუ სხვა მსგავსი თემების შესახებ)
  • პარტნიორებისა და კლიენტების საკონტაქტო ინფორმაციის დახარისხება და აღრიცხვა
  • დირექტორის დავალებით კომუნიკაცია კომპანიის პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან
  • სამუშაო მასალების და სხვა დოკუმენტების ბეჭდვა, ასლის გადაღება, გაგზავნა და აკინძვა
  • კომპანიის შემავალი-გამავალი წერილებისა თუ სხვა კორესპონდენციის წარმართვა
  • თანამშრომელთა მივლინებების უზრუნველყოფა: ბილეთები, საცხოვრებელი, ვიზა, ტესტები, გზა, სამივლინებო თანხები და საჭირო შიდა დოკუმენტაციის გაფორმება
  • კომპანიის თანამშრომლებზე გაცემული დავალებების კონტროლი და კოორდინაცია
  • სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის კომპანის შიდა სისტემებში (CRM, ERP) შეტანა
  • დირექტორის სხვადასხვა დავალებების შესრულება

კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს

  • ქართულ და ინგლისურ ენებს საუკეთესოდ (როგორც ვერბალურად – ისე წერილობით). ასევე სასურველია რუსული ენის საშუალოზე მეტად ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს: Microsoft Windows, Word, Excel, PowerPoint, Outlook

ყურადღება მიექცევა ისეთ თვისებებს როგორებიცაა:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ყურადღებიანობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, საზრიანობა, კეთილსინდისიერება და სანდოობა



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ფორმა