ბლოკჩეინ ბიზნესის განვითარების მენეჯერი

ამ პოზიციაზე თქვენი ძირითადი საქმიანობა იქნება სრულფასოვანი ბიზნეს მიმართულების აწყობა და გაძღოლა. რაც გულისხმობს ჩართულობას ფაქტიურად ყველა ეტაპზე: დაწყებული კლიენტების მოძიება – პროექტების ინიცირებიდან, გაგრძელებული გაყიდვის პროცესში ინტენსიური ჩართულობით, და დასრულებული განხორციელების ეტაპზე სამუშაოების მონიტორინგით და წარმართვით.

ძირითადი როლები და აქტივობები:

  • პოტენციური დამკვეთების მოძიება, კომპანიის შეთავაზებებით მათი დაინტერესება და გაყიდვების შესაძლებლობების ინიცირება;
  • გაყიდვის პროცესის წარმართვა და კლიენტთან ორმხრივად მისაღებ პირობებზე მოლაპარაკებებში მაღალი ჩართულობა;
  • კომპანიის მომწოდებლებთან მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა, დამკვეთებისთვის კონკურენტუნარიანი შეთავაზების პირობების მისაღწევად;
  • მაღალი ჩართულობა კომპანიისთვის ახალი პარტნიორების და მომწოდებლების შერჩევა-მოლაპარაკებების პროცესში;
  • მაღალი ჩართულობა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა განხორციელებაში.

სასურველი უნარები:

  • ადამიანებთან ურთიერთობის ადვილად დამყარებისა და შეთანხმებების მიღწევის უნარი;
  • ტექნიკური სახის ინფორმაციის ადვილად ათვისებისა და ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე გადმოცემის უნარი;
  • დამოუკიდებლად და მიზანმიმართულად მოქმედებისა და შედეგების მიღწევის უნარი.

სასურველი ცოდნა და გამოცდილება:

  • გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  • ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ცოდნა, გამოცდილება და ინტერესი;
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა.

კომპენსაცია:

  • ხელფასი – კონკურენტუნარიანი საბაზო ანაზღაურება;
  • ბონუსი – დაგეგმილი ამოცანების შესრულების შესაბამისად;
  • პრემია – გაყიდვების მოცულობების შესაბამისად.

სხვა:

  • შემოსავლების ზრდის პოტენციალი ბიზნესის ზრდასთან ერთად;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა საქართველოში ყველაზე მსხვილი IT ჰოლდინგის კომპანიებში.



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ფორმა