გაყიდვების წარმომადგენელი

ნექსი ტექში გახსნილია ვაკანსია გაყიდვების წარმომადგენელის პოზიციაზე, რომლის სფეროშიც შედის ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: მონაცემთა ცენტრის სერვისები, ღრუბლოვანი სერვისები და სხვადასხვა ტიპის მართვადი IT სერვისები.

ძირითადი როლები და აქტივობები:

  • არსებული და პოტენციური დამკვეთების დაინტერესება კომპანიის შეთავაზებებით და გაყიდვების შესაძლებლობების ინიცირება;
  • გაყიდვის პროცესის წარმართვა და კლიენტთან ორმხრივად მისაღებ პირობებზე მოლაპარაკებებში ჩართულობა;
  • მონაწილეობა კომპანიისთვის ახალი პარტნიორების მოძიება-შერჩევა-მოლაპარაკების პროცესში.

სასურველი უნარები:

  • ადამიანებთან ურთიერთობის ადვილად დამყარებისა და შეთანხმებების მიღწევის უნარი;
  • ტექნიკური სახის ინფორმაციის ადვილად ათვისებისა და ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე გადმოცემის უნარი;
  • დამოუკიდებლად და მიზანმიმართულად მოქმედებისა და შედეგების მიღწევის უნარი.

სასურველი ცოდნა და გამოცდილება:

  • გამოცდილება კორპორატიული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა.

კომპენსაცია:

  • ხელფასი – კონკურენტუნარიანი საბაზო ანაზღაურება;
  • ბონუსი – დაგეგმილი ამოცანების შესრულების შესაბამისად;
  • პრემია – გაყიდვების მოცულობების შესაბამისად.

სხვა:

  • შემოსავლების ზრდის პოტენციალი ბიზნესის ზრდასთან ერთად;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა საქართველოში ყველაზე მსხვილი IT
    ჰოლდინგის კომპანიებში.



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ფორმა