ჭკვიანი გარე განათება

აღნიშნული გადაწყვეტა წარმოადგენს განათების თანამედროვე ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობითაც უმჯობესდება ქალაქში განათებების ენერგოეფექტურობა და ის მეტად უფრო კომფორტული ხდება ქალაქის მაცხოვრებელთათვის.

დღეს დღეობით ჩვენს ქალაქებში ქუჩების, სკვერებისა თუ სხვა საზოგადო ადგილების გასანათებლად ძირითადად გამოიყენება მოძველებული ტიპის ნათურები (ე.წ. სოდიუმის ნათურები), რომლებიც ენერგო მოხმარების კუთხით ძალიან ხარჯიანია.

ასევე დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული მათი მონიტორინგიც, რადგან რიგ შემთხვევებში ქალაქის სათანადო სამსახურებს დაზიანების შესახებ ინფორმაცია დღეების განმავლობაში არ აქვთ და ხშირად მოსახლეობას თავად უწევს ამის შეტყობინება.