რას გთავაზობთ

ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ვთავაზობთ დახმარებას ბიზნესის გაფართოვებასა და სწრაფ ზრდაში. ჩვენ ვეძებთ ბაზარზე არსებულ, ინოვაციური მიდგომებით გამორჩეულ და მაღალი პოტენციალის მქონე ტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ ბიზნესის სწრაფად განვითარებაში ისეთი მეთოდებით, როგორებიცაა:

  • ფინანსური ინვესტიციები – საბრუნავი კაპიტალის გაზრდის თუ ბიზნესის განვითარების პროექტებისთვის
  • გაყიდვების ხელშეწყობა – დახმარება მსხვილ კლიენტებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება გაუმჯობესებაში
  • ორგანიზაციული განვითარება – სტრუქტურის თუ ბიზნეს პროცესების დახვეწა და ავტომატიზაცია

რატომ ჩვენ

ნექსი წარმოადგენს საქართველოს უმსხვილესი IT ჰოლდინგის, UGT ჯგუფის წევრ კომპანიას და ორიენტირებულია ბიზნესის განვითარებაზე ახალი, პერსპექტიული ტექნოლოგიების მიმართულებით – ისეთების როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ქლაუდ ტექნოლოგიები, ნივთების ინტერნეტი, რობოტიკა და სხვ.

150 მილიონი წლიური ბრუნვით და 300-ზე მეტი პროფესიონალით, ჩვენი ჯგუფი წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ სისტემურ ინტეგრატორს და ერთადერთ IT კომპანიას, რომელიც Forbes-მა TOP-100 ქართული კომპანიის სიაში შეიყვანა. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი შესაძლებლობები და გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენი პარტნიორი კომპანიების ზრდას და განვითარებას.

დავპარტნიორდეთ

თუკი თქვენი კომპანია თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების ბიზნესშია, თუკი თვლით რომ საუკეთესო ხართ იმ საქმეში რასაც აკეთებთ და თუკი ბიზნესის სწრაფი ზრდისთვის გჭირდებათ გამოცდილი, საიმედო და ფინანსურად სტაბილური პარტნიორი – ასეთ შემთხვევაში ჩვენთან თანამშრომლობა შეიძლება საუკეთესო პასუხი იყოს თქვენს გამოწვევებზე. გთხოვთ მოგვწეროთ ან გვესტუმროთ მისამართზე: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი 17ე, ნექსი ტექი.